Accentnews.ge
“მეუფე იაკობს იგივე ჩემთან დაკავშირებით რომ ეთქვა, ორ საათში ვიქნებოდი დაკითხვაზე დაბარებული“

“მეუფე იაკობს იგივე ჩემთან დაკავშირებით რომ ეთქვა, ორ საათში ვიქნებოდი დაკითხვაზე დაბარებული“

31/10/2019 16:54:44 ციტატა

„სინოდის დღევანდელი განჩინებიდან მე ასე გავიგე, რომ მეუფე იაკობი ტყულს არ ამბობდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განცხადების ფორმაა მიუღებელი და არა შინაარსი.  მე მეუფე იაკობისგანაც და ხელისუფლებისგანაც ველოდები, რომ ამ საკითხს ნათელი მოეფინოს. [...] წარმოიდგინეთ, მეუფე იაკობს იგივე რომ ეთქვა ჩემთან დაკავშირებით, გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით, კობა ნაყოფიასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შეგვხვდა და ჩვენ ვგეგმავდით იმას, რაზეც საუბრობდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით, აღძრავდნენ სისხლის სამართლის საქმეს თუ არა? მე გიპასუხებთ, ორ საათში ვიქნებოდით დაკითხვაზე დაბარებულები. როგორც მინიმუმ. [...] ამიტომ, აქაც ორმაგი სტანდარტია, ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ამას ნათელი არ მოეფინება“.

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთმა წევრმა ნიკა მელიამ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა. 

ცნობისთვის: მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

მოგვიანებით, საქართველოს გენპროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს, "გამომდინარე იქიდან, რომ მასში დროის მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა".

რა წერია სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმში მეუფე იაკობის შესახებ:

"წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები"



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S