Accentnews.ge
თენგიზ წულაძე: "მიხეილ სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი"

თენგიზ წულაძე: "მიხეილ სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი"

01/02/2023 11:20:22 პოლიტიკა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე გამოიკითხა.

მისი თქმით, "მიხეილ სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი.

„კახექსია არ არის მხოლოდ შიმშილობა. კახექსია არის წონაში კლება და ანთებადი მარკერებიც. თუ კახექსიას ლიტერატურაში ნახავთ, ის დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, სიმსივნე, რევმატოიდული ართრიტი - დაავადებები, რომლებიც თითქოს ამ პაციენტს არ აქვს, მაგრამ პროტოკოლით თუ მივუდგებით, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება კრიტერიუმების მიდგომა. ამდენად, ჩემი აზრით, ეს არ არის გამოწვეული მთლად შიმშილით, ამაზე მიუთითებს ანემიის გაღრმავება და ცხელება, რომელიც ვერ ავხსენით. თუ კახექსიას კრიტერიუმებით მივუდგებით, მეოთხე დონე გამოდის, რაც არის სიმსივნეებთან შეფასებული და არ არის შეფასებული ჩვეულებრივ ავადმყოფობებთან. მეოთხე დონის კახექსია სერიოზული განაცხადია, სიმსივნეების შემთხვევაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს - მედიანური 4 თვე, ანუ მაქსიმუმ 8 თვე, თუმცა ეს კვლევები ძირითადად სიმსივნეებზეა ჩატარებული და სხვა პაციენტებზე ასეთი ტიპის კვლევები არ ტარდება. თუმცა კახექსია თავისთავად ძალიან მძიმეა და სავარაუდოდ, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

მისი განამრტებით, ანორექსია და კახექსია იწვევს მადის დაქვეითებას, გულისრევას, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვეღარ იღებს:

„თავიდან, როდესაც შიმშილობა დაიწყო, ალბათ, არ ჭამდა. ახლა ვეღარ ჭამს. ეს არ არის პაციენტის მხრიდან მართვადი. ასე ადვილად ვერ მართავს. მკურნალობის თავისი პროტოკოლი აქვს და ალბათ, კოლეგები მკურნალობენ. არ ვიცი, ამ ბოლო დროს, რას აძლევენ“.

ექიმის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამს ჩამოსცდება, მოკვდება.

„თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და მასის ინდექსი 14-ზე ჩამოვა, ანუ წონა 52 კილოგრამზე ქვევით ჩამოვა, მოკვდება. როდესაც ჩვენ ეს ინდექსი ვნახეთ, 20 თუ 21 იყო. კახექსია დემენციაზე უფრო მძიმეა. ჩვენ დავთვალეთ კალორაჟი და ვნახეთ, რომ 400 კალორიას იღებდა. სასიცოცხლო ფუნქციები რომ შევინარჩუნოთ, მისთვის 1100 კალორიაა აუცილებელი. თუმცა ზოგადად, მაგ კომპლექციის მქონე ადამიანმა 1800-2000 კალორია უნდა მიიღოს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S