Accentnews.ge
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

01/02/2023 12:11:08 რეგიონები, რეკლამა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილემ გივი ელიავამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი.

პროექტის ღირებულება 4 391 388 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ABEKA LLC & ARCHTRADE LLC“ ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობა ასევე მიმდინარეობს დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში.

საბავშვო ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S