Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 3 თებერვალს გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 3 თებერვალს გაიმართება

01/02/2023 16:24:48 პოლიტიკა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 3 თებერვალს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S