Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრი – სააკაშვილის შესახებ: "ვერ ვიქნებით ვერანაირად პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე"

იუსტიციის მინისტრი – სააკაშვილის შესახებ: "ვერ ვიქნებით ვერანაირად პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე"

01/02/2023 17:01:25 პოლიტიკა, სამართალი

„ჩვენ პასუხისმგებელი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანადო შესრულებაზე, მაგრამ ვერ ვიქნებით ვერანაირად პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არშესრულებაში გამოიხატება“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა თქმა, რომ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

„პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა, მოუწოდონ მას მისი ჯამრთელობისთვის სასიკეთო სამედიცინო რეკომენდაციების შესრულება და შეწყვიტონ სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზება. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ერთი მხრივ, იცავს პატიმრის უფლებებს, ხოლო ამავდროულად, უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას, რაც ამ შემთხვევაში, სასჯელის აღსრულებით არის განპირობებული“,- განაცხადა ბრეგაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S