Accentnews.ge
"საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს, რათა არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე"

"საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს, რათა არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე"

01/02/2023 18:42:01 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინაში კრემლის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც უნდა დატოვოს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს, რათა არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, რეგიონული წესრიგის აღდგენა უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საბოლოო დამარცხებაზე არის დამოკიდებული და ეს მომენტი, მისი აზრით, სწრაფად ახლოვდება: "რუსეთმა პრაქტიკულად უკვე წააგო ბრძოლები, თუ არა მთელი ომი", - თქვა მან.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების სრული გაყვანა არ მოეთხოვება, "დასავლური სამყარო კიდევ ერთ დიდ შეცდომას დაუშვებს - ისევე დიდს, როგორც 2008-ში, 2014-ში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S