გიული ალასანია: " იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს აანონსებს, ყველას მოეკითხება"
02/02/2023 11:01:45 პოლიტიკა
"მიხეილ სააკაშვილი არ არის ცალკეული ადამიანი", -ასე გამოეხმურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას.
ალასანიას თქმით, სააკაშვილი არის ადამიანი, რომლის შესახებაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია
"ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო დადგა ფეხზე. ზელენსკიმ მთელ მსოფლიოს მიმართა, რომ მისი მოქალაქე გადაარჩინონ. არ ვიცი, აქ რა ილუზია აქვთ, სათითაოდ მიწვდებიან ყველას, ვინც ამ პროცესებშია ჩართული. უკაცრავად და [ასეთი ადამიანები] განსაზღვრავენ ამ ქვეყნის მომავალს. მიხეილ სააკაშვილი არ არის ცალკეული ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია. იუსტიციის მინისტრი ფაქტობრივად, სააკაშვილის სიკვდილს აანონსებს. ვფიქრობ, ყველას მოეკითხება“, - აღნიშნავს ალასანია.


