მოლდოვამ ლავროვის განცხადებას რუსული დიპლომატიის უკვე ცნობილი რიტორიკის ნაწილი უწოდა

02-02-2023 16:34:17 მსოფლიო

მოლდოვა კატეგორიულად უარყოფს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ დასავლეთს სურს, მოლდოვა გადააქციოს „შემდეგ უკრაინად“.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ვოდემ ლავროვის განცხადებას "რუსული დიპლომატიის უკვე ცნობილი, მუქარის შემცველი რიტორიკის ნაწილი" უწოდა.

დანიელ ვოდეს განცხადებით, მოლდოვამ აირჩია საკუთარი მომავალი - იყოს თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი და ყველა სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმა, პატივი უნდა სცენ მოლდაველი ხალხის გადაწყვეტილებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ტელეკომპანია „როსია 24-ის" და სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელ დმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთს „შემდეგ უკრაინად“ მოლდოვა ჰყავს „შეთვალიერებული“. ლავროვის თქმით, დასავლეთმა „არცთუ დემოკრატიული“ მეთოდებით მოლდოვას სათავეში ჩაუყენა პრეზიდენტი, რომელიც მიიწევს ნატოსკენ და „საერთოდ, პრაქტიკულად, ყველაფრისთვის მზად არის“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები