ლაიენი - 24 თებერვლისთვის მოვამზადებთ სანქციების მე-10 პაკეტს

02-02-2023 17:30:07 მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინაში ომის წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ჩვენ შემოგთავაზებთ რუსეთის ნავთობპროდუქტების ფასის დამატებით ზღვარს G7-ის პარტნიორებთან ერთად, 24 თებერვლისთვის - შემოჭრის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ - მოვამზადებთ სანქციების მე-10 პაკეტს“, - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები