Accentnews.ge
კიმ ჩენ ინი ჯო ბაიდენს IQ-ს უწუნებს

კიმ ჩენ ინი ჯო ბაიდენს IQ-ს უწუნებს

22/05/2019 08:46:20 სხვა, მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აშშ-ის ყოფილ ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენს IQ-ს უწუნებს.

„ბაიდენი იდიოტია IQ-ს დაბალი მაჩვენებლით. მისგან დიდი მოლოდინები არ გვაქვს. მას სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უყვარს და სუსტი პოლიტიკოსია“, – განაცხადა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, ფილადელფიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინისთან ურთიერთობების გამო გააკრიტიკა.

„ტრამპი ხვდება დიქტატორებსა და ტირანებს, როგორებიც არიან კიმ ჩენ ინი და პუტინი (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი)“, – განაცხადა ბაიდენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S