"მეტი რუსი აგენტია, ვიდრე პოლიციელი": გროზევმა ავსტრია დატოვა

02-02-2023 18:50:09 მსოფლიო

საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ცნობილმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა გადაწყვიტა, უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით არ დაბრუნდეს ავსტრიაში, სადაც დაახლოებით 20 წელი ცხოვრობდა,– ამის შესახებ წერს ავსტრიული გამოცემა Falter-ი სტატიაში სათაურით: "ადამიანი, რომელზეც პუტინის დაქირავებული მკვლელები ნადირობენ“.

გროზევი ამბობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სადაზვერვო სამსახურიდან აცნობეს წყაროებმა და გადაწყვიტა, არ დაბრუნდეს ვენაში. ის ამჟამად აშშ-ში იმყოფება.

"ეჭვი მაქვს, რომ ქალაქში უფრო მეტი რუსი აგენტი და ინფორმატორია, ვიდრე პოლიციელი", - ამბობს გროზევი.

გროზევი რუსეთმა ძებნილთა სიაში გასული წლის დეკემბერში შეიყვანა. მანამდე ივლისში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ გროზევი, სავარაუდოდ, მონაწილეობდა უკრაინის სპეცსამსახურების მცდელობაში, თვითმფრინავებთან ერთად რუსი სამხედრო მფრინავები გადაებირებინა უკრაინის მხარეზე. გროზევმა ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ამზადებდა ფილმს სპეცსამსახურების "თამაშის" შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები