
უკრაინა გარანტიას აძლევს პარტნიორებს, რომ მათი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ იქნება გამოყენებული
02/02/2023 15:22:27 ევროპა
უკრაინა გარანტიას აძლევს პარტნიორებს, რომ მათი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ იქნება გამოყენებული. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინის მთავრობისა და ევროკომისიის ერთიან სხდომაზე განაცხადა.
“ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატება - ეს თქვენი წარმატებაც არის. ჩვენ ველით, რომ ეს წელი ახალი შესაძლებლობებს მოგვიტანს", - თქვა რეზნიკოვმა და დასძინა, "რომ გავიმარჯვოთ, სტრატეგიული ინიციატივა უნდა მოვიპოვოთ".
მან პარტნიორებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებით რაც შეიძლება სწრაფად დახმარებისკენ მოუწოდა. ამ კონტექსტში რეზნიკოვმა აქცენტი გააკეთა უკრაინის სურვილზე მოიპოვოს Patriot და SAMP/T სისტემები ახალი IRIS-T და NASAMS სისტემებთან ერთად:
“300 კმ მანძილიდან დარტყმის საშუალება რომ გვქონდეს, რუსული არმია ვერ შეძლებდა დაცვის უზრუნველყოფას და იძულებული იქნებოდა წაეგო. უკრაინას მზად არის ნებისმიერი გარანტიების მისაცემად, რომ თქვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ იქნება გამოყენებული. ჩვენ საკმარისი სამიზნეები გვაქვს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მზად ვართ პარტნიორებთან ჩვენი სამიზნეების კოორდინაცია მოვახდინოთ”.