
SOCAR და რუმინული RomGas აზერბაიჯანული გაზის მიწოდებაზე ახალ კონტრაქტს აფორმებენ
02/02/2023 17:23:00 კავკასია, ევროპა
3 თებერვალს აზერბაიჯანი და რუმინეთი ხელს მოაწერენ ერთწლიან კონტრაქტს აზერბაიჯანული გაზის რუმინეთში 1 აპრილიდან ექსპორტის თაობაზე, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.
"მოხარული ვარ, რომ ხვალ ორი ეროვნული კომპანია - RomGas და SOCAR - მოაწერენ ხელს ახალ ერთწლიან კონტრაქტს", -ციტირებს „როიტერი“იოჰანისის სიტყვებს.
შეხვერდა ბაქოში შედგა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის.
აზერბაიჯანი 2023 წელს ევროპაში დაახლოებით 12 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს გეგმავს საქართველოს გავლით.