უკრაინის გენშტაბი –რუსეთის შეტევა მოგერიებულია ბახმუტსა და კიდევ 9 დასახლებულ პუნქტთან

03-02-2023 09:53:53 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა, მათგან 2 დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 5 საავიაციო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, ხერსონის და ნიკოლაევის სამოქალაქო ობიექტებზე.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე, რომელსაც დიდი დანაკარგი აქვს, არ წყვეტს შეტევას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის სამ და დონეცკის ოლქის შვიდ დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტის რაიონში.

გენშტაბის მონაცემებით, თავდაცვის ძალების ავიაციამ 4 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 3 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები