
მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებაა
01/11/2019 08:51:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად გიორგი სახოკია დაინიშნა, – იუწყება "პირველი არხი".
მან ამ პოსტზე ნათია მეზვრიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დაიკავა.
გიორგი სახოკია ნათია მეზვრიშვილის მოადგილე იყო, როცა მეზვრიშვილი პრემიერის აპარატს ხელმძღვანელობდა.