მედია –  Leopard 2–ის გარდა, გერმანია უკრაინისთვის Leopard 1–ების გაგზავნასაც გეგმავს

03-02-2023 10:25:45 მსოფლიო

მედია – Leopard 2–ის ტიპის ტანკების გარდა, გერმანია უკრაინისთვის Leopard 1–ების გაგზავნასაც გეგმავს, – იუწყება გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung.

მისი ინფორმაციით, ამ ტანკების მწარმოებელ კომპანიებს შეუძლიათ, უკრაინაში გასაგზავნად უახლოეს ხანში მოამზადონ ათეულობით Leopard 1, თუმცა ჯერ–ჯერობით მოუგვარებელია საბრძოლო მასალების შეძენის პრობლემა.

2023 წლის იანვარში, გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას გადასცეს 14 ტანკი Leopard 2, რომელიც უფრო თანამედროვე მოდელია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები