ბერნსი – მომდევნო 6 თვე უკრაინის ომის შედეგისთვის გადამწყვეტი იქნება

03-02-2023 11:21:53 მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის უილიამ ბერნსის განცხადებით, უკრაინაში ომის საბოლოო შედეგის განსასაზღვრად შემდეგი ექვსი თვე გადამწყვეტი იქნება.

„ვფიქრობ, რა იქნება გასაღები, რადგან ჩვენი შეფასებით, ვლადიმერ პუტინი სერიოზულად არ საუბრობს მოლაპარაკებებზე - გასაღები, როგორც ჩანს, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ბრძოლის ველზე იქნება“, - განაცხადა ბერსნმა.

ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მან რუს კოლეგა სერგეი ნარიშკინს, ნოემბერში განუცხადა, რომ ეს დასავლეთის გადაღლის თაობაზე რუსული გაანგარიშება ისეთივე სერიოზული შეცდომაა, როგორიც ომის დაწყების გადაწყვეტილება.

Новости

Другие новости