ოლივერ ვარჰეი: " განვაგრძობთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე"

03-02-2023 11:28:14 პოლიტიკა

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში აცხადებს, რომ ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას.

„დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანალიტიკური ანგარიში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესაბამისობაზე ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან, რომელიც ავსებს ჩვენს წინა, 2022 წლის მოსაზრებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადებთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“, – წერს ევროკომისარი სოციალურ ქსელში.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები