კობახიძე: "ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები სამადაშვილები და ხაბეიშვილები არიან"

03-02-2023 12:25:45 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების ნაწილს "სამადაშვილებსა და ხაბეიშვილებს" უწოდებს.

კობახიძეს ჟურნალისტმა ადამიანის უფლებების, ოლიგარქიზაციისა და პოლიტპატიმრების შესახებ ევროპარლამენტარების კრიტიკა შეახსენა და ჰკითხა, რამდენად რეალურია ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გათვალისწინებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება.

"ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები არიან სალომე სამადაშვილები და ლევან ხაბეიშვილები. ასე რომ, მათ პოზიციას არანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა არ აქვს. მნიშვნელოვანია ევროკომისიის გადაწყვეტილებები და შეფასებები, ასევე – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ევროკომისიას, მან, პრაქტიკულად, თავადვე აღიარა, შარშან ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით რომ ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე ჩვენთვის დადებითი იქნებოდა", – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში, რაც მმართველ ძალაზე იყო დამოკიდებული, ყველა რეფორმა განხორციელდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები