Accentnews.ge
სოფო კილაძე - მეუფე იაკობის განცხადებაზე: "უფრო სერიოზული საქმეები გვაქვს გასაკეთებელი, ვიდრე არასერიოზულ განცხადებებზე ჩაკირკიტება"

სოფო კილაძე - მეუფე იაკობის განცხადებაზე: "უფრო სერიოზული საქმეები გვაქვს გასაკეთებელი, ვიდრე არასერიოზულ განცხადებებზე ჩაკირკიტება"

01/11/2019 08:45:55 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მეუფე იაკობის განცხადებას "არასერიოზულს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ "გაცილებით უფრო სერიოზული საქმეები გვაქვს გასაკეთებელი, ვიდრე არასერიოზულ განცხადებებზე ჩაკირკიტება".

„საპატრიარქოს მხრიდანაც ასე გავრცელდა განცხადება, რომ მან არაფხიზელ მდგომარეობაში გააკეთა ეს განცხადებები, მან შენდობა ითხოვა. აქედან გამომდინარე, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. ვფიქრობ, ჩვენ გაცილებით უფრო სერიოზული საქმეები გვაქვს გასაკეთებელი, ვიდრე არასერიოზულ განცხადებებზე ჩაკირკიტება. კონკრეტული საქმის გამოძიებაზე გადაწყვეტილებას იღებს პროკურატურა და მან თავად უნდა გადაწყვიტოს, თუმცა მგონია, რომ მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებები იყო საფუძველს მოკლებული. მან შენდობის თხოვნით, ჩემი აზრით, აღიარა და აქედან გამომდინარე, მის განცხადებებს საფუძველი არ ჰქონდა. მგონია, რომ პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გამოძიება არ დაიწყო“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის: მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

მოგვიანებით, საქართველოს გენპროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს, "გამომდინარე იქიდან, რომ მასში დროის მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა".

რა წერია სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმში მეუფე იაკობის შესახებ:

"წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S