"პარტნიორებს პროგრესის დანახვაც შეუძლიათ, სტატუსზე გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის და საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნას არავინ სთხოვს"

03-02-2023 12:48:40 პოლიტიკა

"პარტნიორებს პროგრესის დანახვაც შეუძლიათ, სტატუსზე გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის და საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნას არავინ სთხოვს",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის ანგარიშს, რომლითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეფასდა.

როგორც მან აღნიშნა, ანგარიშის შედეგად გამოჩნდა, რომ ქვეყანა თუ რეფორმებს განახორციელებს, სტატუსს მიიღებს.

" ის, რომ პატარა პროგრესი სამართლის კუთხით ბევრ საკითხზე დანახულია იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და საქართველოში მეორე ფრონტი უნდოდათო. ეს ანგარიში გვაჩვენებს, რომ კობახიძე ყოველ დღე გვატყუებდა. ქვეყანა თუ 12 რეკომენდაციას შეასრულებს, ამასაც დაინახავენ და ქვეყანას სტატუსს მისცემენ, ეს არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ერთი წელია ირაკლი კობახიძე რუსული პროპაგანდის კვალდაკვალ ამტკიცებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები