ნადირაძე: "მე ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ თუნდაც ერთმა მნახველმა უთხრა სააკაშვილს, უკეთ იკვებეო, პირიქით, სიხარულის ყიჟინა არის ყველა დაკლებულ გრამზე"

03-02-2023 13:51:02 პოლიტიკა ,სამართალი

კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე ამბობს, რომ მან ბევრჯერ მიმართა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებს დახმარებისთვის, რათა სააკაშვილის კვებითი რაციონი გაუმჯობესებულიყო.

"მე პირადად, ვინც მე მგონია, რომ პაციენტის გულშემატკივრები არიან, არც მათთან ვიშურებ და ვიზარებ წერილობით თუ ზეპირი სახით, რომ დამეხმარონ, დაარწმუნონ პაციენტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მიღება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. მეტნაკლებ დახმარებას ვგრძნობდი, არ დავასახელებ ამ პიროვნებებს, ნამდვილად იყო მათგან მცდელობა, რომ დამხმარებოდნენ კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში, თუმცა ის საკვები, რაც მასთან ყოველდღიურად მოდის, მაგალითად, ნივრიანი პურის და შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნივრის რაღაც რაოდენობის მოტანა, მე არ ვიცი ეს რაში წერია. ვერ ვხვდები შილა ფლავის სოკოთი მოტანას, ეს რომელ გაიდლაინში წაიკითხეს. ჩვენმა ენდოკრინოლოგმა ჩაუშალა კალორაჟით, რომელი პროდუქტებია საჭირო, რა რაოდენობით არის საჭირო, ეს ყველაფერი მათ ძალიან ბევრჯერ აქვთ ახსნილი. [...] მე არ ვიცი მნახველები მასთან რაზე საუბრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რაოდენობა ადამიანების, სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით, არაფერი გაუკეთებიათ. ჩემი მრავალგზის თხოვნისა, მე ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ თუნდაც ერთმა მათგანმა მას უთხრა, რომ უკეთ იკვებე, ან ეს გააკეთე, პირიქით, სიხარულის ყიჟინა არის ყველა დაკლებულ გრამზე. სხვათა შორის, დღეს გამიხარდა, რომ 200 გრამი ნამატი გვაქვს წონაში“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ პროცესზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები