
ამინდის პროგნოზი 6 ნოემბრამდე
04/11/2019 04:30:05 სხვა, საზოგადოება
გასული დღეების უამინდობისა და ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლების შემდეგ სინოპტიკოსები გამოდარებას პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსები ელიან, რომ ქვეყნის მასშტაბით ქარი ჩადგება, ხოლო 5-6 ნოემბრიდან ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს და 20 გრადუსამდე დათბება.
ცნობისთვის: გასული დღეების განმავლობაში საქართველოში პირველი თოვლი უკე მოვიდა და მკვეთრად აცივდა.