Accentnews.ge
ბლინკენმა ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო ჩინეთში ვიზიტი გადადო

ბლინკენმა ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო ჩინეთში ვიზიტი გადადო

03/02/2023 16:30:41 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო გადადო.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს ჩინური სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი.

როგორც ცნობილია, ბლინკენი პეკინში თავის ჩინელ კოლეგასა და პოტენციურად ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს უნდა შეხვედროდა.

აშშ-ის საჰაერო სივრცეში დაფიქსირებულ საჰაერო ბურთს ჩინეთის ხელისუფლებამ მეტეოროლოგური ხელსაწყო უწოდა, რომელმაც კურსს გადაუხვია და აშშ-ში შემთხვევით, ცუდი ამინდის გამო მოხვდა.

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დარწმუნებული არიან, საჰაერო ბურთი ჩინეთის „სათვალთვალო ხელსაწყოა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S