Accentnews.ge
იტალიამ მასშტაბური ჰაკერული თავდასხმის შესახებ განაცხადა

იტალიამ მასშტაბური ჰაკერული თავდასხმის შესახებ განაცხადა

06/02/2023 07:29:06 ევროპა

ათასობით კომპიუტერული სერვერი გახდა გლობალური ჰაკერული შეტევის სამიზნე, რომელიც მიმართულია VMware ESXi სერვერებისკენ,– ამის შესახებ იტალიის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ (ACN) განაცხადა და გააფრთხილა ორგანიზაციები, შესაბამისი ზომები გაატარონ საკუთარი სისტემების დასაცავად.

შეტევის მიზანი იყო პროგრამული უზრუნველყოფის დაუცველობის გამოყენებლად, – თქვა ACN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტო ბალდონიმ და დასძინა, რომ მას მასირებული სახე ჰქონდა.

იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA, ACN-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სერვერებში შეაღწიეს ევროპის სხვა ქვეყნებშიც, როგორიცაა საფრანგეთი და ფინეთი, ასევე შეერთებულ შტატებსა და კანადაში.

სავარაუდოდ, ათობით იტალიური ორგანიზაცია დაზარალდა და ბევრი სხვა გააფრთხილეს ზომების მიღების თაობაზე, რათა თავიდან აიცილონ საკუთარი სისტემების დაბლოკვა.

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი აფასებენ ამ ინციდენტების გავლენას.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის კიბერუსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფმა დააფიქსირა რუსული წარმოშობის ჰაკერული ჯგუფების მხრიდან DdoS–შეტევების რაოდენობის ზრდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S