
უკრაინისთვის განკუთვნილი პირველი Leopard 2 პოლონეთს მიეწოდა - კანადის თავდაცვის სამინისტრო
06/02/2023 09:29:25 ევროპა
პოლონეთში Leopard 2-ის ოთხი ტანკიდან პირველი ჩაიტანეს, რომელთაც კანადამ აღუთქვა უკრაინას, განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა 6 თებერვალს.
„პირველი კანადური მთავარი საბრძოლო ტანკი Leopard 2, რომელიც ჩვენ უკრაინას დავპირდით, უკვე გადავეცით პოლონეთს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად მოვამზადებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტექნიკის მართვისთვის“, - წერს ანანდი.
გასულ თვეში მან გამოაცხადა, რომ კანადა შეუერთდება აშშ-ს, გერმანიას და სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაში და გაგზავნის ოთხ Leopard 2–ს.
31 იანვარს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები პარტნიორებისგან მიწოდების პირველ ეტაპზე 120-დან 140 დასავლურ ტანკს მიიღებენ. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ახლა სჭირდება 300-500 ტანკი რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად.