Accentnews.ge
რეზნიკოვის გადაყენება გადავადდა

რეზნიკოვის გადაყენება გადავადდა

06/02/2023 10:32:15 ევროპა

ამ კვირაში თავდაცვის სექტორში საკადრო ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.

„ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნას. ამ კვირაში თავდაცვის სექტორში საკადრო ცვლილებები არ იქნება“, - წერს მან ტელეგრამის არხზე.

არახამიამ წინა დღით განაცხადა, რომ სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელი ალექსეი რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის პოსტზე გადაჰყავთ. რეზნიკოვის ნაცვლად, თავდაცვის სამინისტროს, არახამიას თქმით, დაზვერვის მოქმედი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს.

ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაყვანის თაობაზე შეთავაზება არ მიუღია და რომ მიეღო, ამ თანამდებობაზე უარს იტყოდა.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინელმა ჟურნალისტებმა იანვრის ბოლოს გამოაქვეყნეს გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტრო იარაღსა და საკვებს გაცილებით ძვირად ყიდულობდა, ვიდრე მათი ფასი იყო თავად უკრაინაში. მასალას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ჩაატარებს ყოვლისმომცველ და საჯარო გამოძიებას კორუფციულ შესყიდვებთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S