Accentnews.ge
ჟურნალისტებმა რუსეთის პატრიარქის ჯაშუშური კარიერის მტკიცებულებებს მიაკვლიეს

ჟურნალისტებმა რუსეთის პატრიარქის ჯაშუშური კარიერის მტკიცებულებებს მიაკვლიეს

06/02/2023 13:24:52 ევროპა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი 1970-იან წლებში ჟენევაში მუშაობდა საბჭოთა КГБ–ს საგარეო დაზვერვის სამსახურში,– ამის შესახებ Matin Dimanche და Sonntagszeitung შვეიცარიის ფედერალური არქივის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებიან.

როგორც იტყობინებიან, კირილის შესახებ დოკუმენტი, რომელიც მაშინდელმა ფედერალურმა პოლიციამ შეადგინა და შემდეგ გაასაჯაროვა, ადასტურებს, რომ სასულიერო პირი КГБ–ს ეკუთვნოდა.

1970-იანი წლების დასაწყისში რუსეთის ეკლესიის ამჟამინდელი პატრიარქი ჟენევაში ცხოვრობდა ფსევდონიმით „მიხაილოვი“. მას ოფიციალურად უნდა წარმოედგინა მოსკოვის საპატრიარქო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში. კირილის ამოცანა, მათ შორის, საბჭოზე გავლენის მოხდენა იყო.

იმდროინდელი საბჭოთა ხელმძღვანელობის მიზანი, მედიის ცნობით, იყო ინსტიტუტის იძულება, დაეგმო აშშ და მისი მოკავშირეები და შერბილებულიყო მათი კრიტიკა საბჭოთა კავშირში რელიგიური თავისუფლების ნაკლებობის შესახებ.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური კირილი კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინისა და მისი პოლიტიკის მხარდამჭერია. ის მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში, ხოლო 2012 წელს მას "სასწაული" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S