Accentnews.ge
კადიროვის თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

კადიროვის თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

06/02/2023 15:22:08 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის პირადი თვითმფრინავი RA-73417 ექვსი თვის განმავლობაში პირველად დააფიქსირეს რადარზე - ის მალდივის კუნძულებზე გაფრინდა მინიმუმ სამი დღით. ამაზე ყურადღება გაამახვილა ტელეგრამ– არხმა "Можем объяснить".

როგორც იუწყებიან, 1 თებერვალს კერძო თვითმფრინავი აფრინდა გროზნოდან და დაეშვა მოსკოვში, მეორე დღეს კი თვითმფრინავი მალდივის დედაქალაქ მალეში დაეშვა. უკვე 5 თებერვალს კადიროვის თვითმფრინავი მახაჩკალასთან დააფიქსირეს, თუმცა სად დაეშვა, უცნობია.

იმყოფებოდა თუ არა ბორტზე თავად კადიროვი, დაზუსტებით უცნობია. თუმცა ის რამდენიმე დღეა, საჯარო ასპარეზზე არ გამოჩენილა - მისი მონაწილეობით გამართული შეხვედრის ამსახველი ბოლო ვიდეოჩანაწერი 1 თებერვალს, კადიროვის თვითმფრინავის აფრენის დღეს გამოქვეყნდა. ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება კადიროვის 16 წლის ვაჟი – ელი კადიროვის. ის ტაილანდში შერეული საბრძოლო ხელოვნებით არის დაკავებული ჩეჩენ მებრძოლთან და შვედეთის მოქალაქე ხამზატ ჩიმაევთან და სხვა სპორტსმენებთან ერთად.

ცნობილია, რომ რამზან კადიროვი ხშირად დაფრინავს მალდივებზე. კერძოდ, მისი თვითმფრინავი დარადებმა 2021 წლის 2 და 6 ნოემბერს დააფიქსირეს. მაგრამ ის უფრო ხშირად იმყოფება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მანამდე ჟურნალისტებმა დუბაიში აღმოაჩინეს მისი მდიდრული ვილა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S