
ნორვეგია უკრაინის $7 –მილიარდიანი დახმარების გეგმით გამოვიდა
06/02/2023 17:54:52 ევროპა
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა 6 თებერვალს წარადგინა გეგმა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას გამოუყოფს 75 მილიარდამდე ნორვეგიულ კრონს, ანუ დაახლოებით 7.3 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ხუთი წლის პერიოდში.
"ვაპირებთ ამაზე ერთიანი შეთანხმების მიღწევას პარლამენტში", - თქვა პრემიერ-მინისტრმა, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა იონას გარ სტიორემ პრესკონფერენციაზე, ნორვეგიის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
ნორვეგიას, რომელიც ნავთობის მსხვილი ექსპორტიორია, დიდი მოგება ერგო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ პერიოდში, რადგან შარშან მკვეთრად გაიზარდა საწვავის ფასი.