Accentnews.ge
თურქეთის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი არ დაზიანებულა

თურქეთის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი არ დაზიანებულა

06/02/2023 19:00:53 ეკონომიკა

ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გრძელდება მიუხედავად თურქეთში მომხდარი მიწისძვრისა, – განუცხადეს Trend-ს bp-ის ბაქოს ოფისში.

ამავდროულად, ჯეიჰანის ტერმინალზე დატვირთვის ოპერაციები დროებით შეაჩერა თურქეთში BTC მილსადენის ოპერატორმა (Botaş International Anonim Şirketi (BIAS).

მილსადენის 1768 კილომეტრიდან 1076 კილომეტრი გადის თურქეთზე, 443 კილომეტრი – აზერბაიჯანზე, 249 კილომეტრი – საქართველოზე.

2022 წელს მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე 224,4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი გავიდა.

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მას მოჰყვა განმეორებითი ბიძგები, თუმცა შუადღისას 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა 1 651-მდე გაიზარდა, დაშავდა 11 199 ადამიანი. ვარაუდობენ, რომ მონაცემები მნიშნელოვნად გაიზრდება, რადგან ნანგრევებს ქვეშ ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, კლიმატური პირობები ართულებს უწყვეტად მიმდინარე სამუშაოებს, ამასთან, დღეს თურქეთში ყინვას პროგნოზირებენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი ადამიანების მდგომარეობას.

ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S