Accentnews.ge
ხაჭაპურიძე: "მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა რომ დადგეს ქართული კვაზი მართლმსაჯულება"

ხაჭაპურიძე: "მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა რომ დადგეს ქართული კვაზი მართლმსაჯულება"

07/02/2023 06:41:06 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეაცხადებს, რომ "ქართული კვაზი მართლმსაჯულება თავდაყირა რომც დადგეს, სააკაშვილს მაინც გადაიყვანენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ".

"სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს! მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა, რომ დადგეს ქართული კვაზი ,,მართლმსაჯულება"! კარგი იყო ეს ქართველი მოსამართლის ხელით მომხდარიყო", - წერს შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არც ერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S