Accentnews.ge
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3300-ს გადააჭარბა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3300-ს გადააჭარბა

07/02/2023 07:23:45 მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 3300-ს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 3 381 ადამიანი.

დაშავებულია 20 424 პირი. ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 7 840.

დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338 000 მოქალაქე.

თურქეთმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორისაა საქართველოს 2 მოქალაქეც.

ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 1 509 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 3 548 პირი.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S