Accentnews.ge
რუსეთმა ერთ დღეში 1000-ზე მეტი ჯარისკაცი და 14 ტანკი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

რუსეთმა ერთ დღეში 1000-ზე მეტი ჯარისკაცი და 14 ტანკი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

07/02/2023 07:43:23 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა ბოლო ერთი დღის განმავლობაში 1030 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი 7 თებერვლის დილას.

უკრაინის სარდლობის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის დანაკარგებმა 133 190 ჯარისკაცი შეადგინა. გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა დაკარგა: ტანკი - 3245 (+14 გასულ 24 საათში), ჯავშანტექნიკა - 6443 (+28), საარტილერიო სისტემები - 2232 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 461, საჰაერო თავდაცვის სისტემა - 227, თვითმფრინავი - 294, ვერტმფრენი - 284, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 1958, ფრთოსანი რაკეტა - 796, გემი / ნავი - 18, სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი - 5107 (+3), სპეცტექნიკა - 208 (+5).

2 თებერვალს The New York Times-მა ამერიკელი და სხვა დასავლელი ოფიციალური პირების მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების რაოდენობა 200 000-ს უახლოვდება.

დასავლელი ოფიციალური პირები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რუსეთის დანაკარგები განსაკუთრებით გაიზარდა ბახმუტსა და სოლედარში ბრძოლების დროს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ ირწმუნებოდა, რომ დაიღუპა 5937 ადამიანი. 2022 წლის აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში 9000–მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S