
ალბანეთში მინდია ლავასოღლი დააკავეს
07/02/2023 11:20:15 სამართალი
ალბანეთის პოლიციის განცხადებით, ტირანაში უკრაინის მოქალაქის ყალბი პასპორტით მინდია ლავასოღლი დააკავეს და საქართველოში ექსტრადიციისთვის ამზადებენ.
ალბანეთის პოლიციის განცხადებით, ლავასოღლი გუშინ დააკავეს. უწყების განცხადებით, მას ძალადობრივი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავებიან.
მინიდია ლავასოღლიზე (იგივე მინდია გორაძე) საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.