Accentnews.ge
უკრაინამ გრიფით „საიდუმლო“ მოხსნა კომუნისტური რეჟიმის მიერ განხორციელებულ რეპრესიებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს

უკრაინამ გრიფით „საიდუმლო“ მოხსნა კომუნისტური რეჟიმის მიერ განხორციელებულ რეპრესიებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს

07/02/2023 11:45:32 ევროპა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გრიფით „საიდუმლო“ მოხსნა საარქივო დოკუმენტებს, რომლებიც ეხება მე–20 საუკუნის 40-50-იან წლებში ივანო-ფრანკოვსკის, ტერნოპოლისა და ლვოვის რეგიონებიდან უკრაინელების მასობრივ დეპორტაციებსა და რეპრესიებს. ამის შესახებ უწყებამ 7 თებერვალს განაცხადა.

ეს დოკუმენტები ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, მათ შორის, გამოქვეყნდება ოფიციალურ საიტებზე.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სსრკ-მ დაიკავა დასავლეთ უკრაინა და მაშინვე დაიწყო მასობრივი დეპორტაციები - 1939 წლის ბოლოდან და 1940 წლის განმავლობაში, სხვადასხვა შეფასებით, მოსახლეობის 10-დან 20%–მდე გადაასახლეს ციმბირში, ვოლგის რეგიონში და ყაზახეთში. საბჭოთა ხელისუფლება იგივე მეთოდს მიმართავდა სხვა რესპუბლიკებიც.

ყველაზე მასობრივი სახე დეპორტაციას ჰქონდა 1941 წლის 22 მაისიდან 20 ივნისამდე პერიოდში, გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის წინა დღემდე. ადამიანებს ოჯახებით ასახლებდნენ, არ აძლევდნენ მომზადების დროს. ამ ტალღამ დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მოიცვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S