Accentnews.ge
„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრებმა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს

„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრებმა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს

07/02/2023 12:52:43 რეგიონები, რეკლამა

„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრებმა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს. კამპანიის მიზანს მოსახლეობისთვის სამუშაო ჯგუფის ოთხწლიანი საქმიანობის შედეგების გაცნობა წარმოადგენს.

„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ პარლამენტში 2018 წ. ივნისში საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით შეიქმნა. მის შემადგენლობაში მხოლოდ აქტივისტური ორგანიზაციების: „საყდრისის კომიტეტი“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ წევრები შედიან.

სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიზანს კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი წარმოადგენს. როგორც „საყდრისის კომიტეტის“ წევრები აღნიშნავენ, „მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯგუფის აქტივობები საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, ვფიქრობთ, საჭიროა მოსახლეობისთვის უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, რადგან მათი ჩართულობა და მხარდაჭერა ეკოლოგიური საფრთხეების შემცირების პროცესში უმნიშვნელოვანესია.” საზოგადოებასთან პირველი შეხვედრა დღეს, 7 თებერვალს, ქალაქ დმანისში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრში შედგა. პრეზენტაციის შემდეგ, ჯგუფის წევრებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს.

საზოგადოებასთან შეხვედრები ასევე დაგეგმილია თეთრიწყაროსა და ბოლნისში, ხოლო მარტის დასაწყისში, თბილისში, „ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრები საქმიანობის შედეგებს უკვე დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და სხვა თემატურ ჯგუფებს გააცნობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S