Accentnews.ge
ბახმუტის თავზე რუსული მოიერიშე ჩამოაგდეს

ბახმუტის თავზე რუსული მოიერიშე ჩამოაგდეს

07/02/2023 13:27:45 ევროპა

დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდეს,– ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური იტყობინება.

„მტრის მოიერიშე ჰაერიდან ახორციელებდა საკუთარი ქვეითების მხარდაჭერას, რომლებიც შეტევას ახორციელებდნენ ჩვენი დამცველების თავდაცვის ხაზზე. მესაზღვრემ ცეცხლი გახსნა MANPADS-ით და ჩამოაგდო რუსული საბრძოლო თვითმფრინავი სუ-25. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა რაკეტის დარტყმის შედეგად. პილოტის ბედი ჯერჯერობით უცნობია“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 7 თებერვლის დილის მდგომარეობით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს რუსულმა ძალებმა 294 თვითმფრინავი დაკარგეს.

ბახმუტი რჩება მთავარ ცხელ წერტილად. ქალაქისთვის ბრძოლები, რომელშიც რუსეთის მხარეს „ვაგნერის“ დაქირავებულები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, 2022 წლის ივლისიდან მიმდინარეობს. სამხედრო ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ქალაქის აღება უფრო სიმბოლურია რუსებისთვის და არა სტრატეგიული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის ალექსანდრე სირსკის თქმით, ბახმუტი "წინასწარ მოემზადა თავდაცვისთვის". „ამ ტერიტორიას აქვს რელიეფის გარკვეული მახასიათებლები. ქალაქი გარშემორტყმულია სიმაღლეებითა და ბორცვებით, რაც თავისთავად აფერხებს მტერს. საინჟინრო ბარიერების კარგად გააზრებულმა სისტემამ, ბუნებრივ ლანდშაფტთან ერთად, გადააქცია ეს ტერიტორია ნამდვილ აუღებელ ციხედ, რომლის კედლებთან ათასზე მეტმა ოკუპანტმა იპოვა სიკვდილი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S