
ბათუმის სანაპიროზე ქარბორბალა გამოჩნდა (ვიდეო)
02/11/2019 09:00:48 სხვა, რეგიონები, საზოგადოება
რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეებმა ბათუმის აკვატორიაში ქარბორბალა დააფიქსირეს. შესამაბისი ვიდეო აჭარის ტელევიზიამ გამოაქვეყნა:
უკვე მეორე დღეა, უამინდობაა ბათუმში. გუშინ ღამით მოსული უხვი ნალექის გამო „ბათუმის წყალში" დატბორვის თაობაზე რვა შეტყობინება შევიდა.
სინოპტიკოსები საქართველოში 2 ნოემბერს ცივ და ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. იქნება წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5–ბალიანი შტორმი.