Accentnews.ge
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა: "შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში"

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა: "შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში"

02/11/2019 13:16:19 სხვა, საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, იგი არ აპირებს შიომღვიმის მონასტერში წასვლას და სავარაუდოდ, თბილისში გაემგზავრება.

მისივე თქმით, საპატრიარქოდან მიიღო ინფორმაცია, რომ მისი თხოვნა ილია მეორემ არ დააკმაყოფილა. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი შიომღვიმის მონასტერში წასვლის ნაცვლად, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესებას ითხოვდა.

"მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქმა თქვა საკუთარი მოსაზრება, რომ ჯობია წამოვიდეს, კი ბატონო ვეთანხმები. ამით უბრალოდ მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა ეპარქიაში, მრეველს არ დარჩენოდა იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი. მე ვემორჩილები თუნდაც ამ უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას“, - განაცხადა ყოფილმა მიტროპოლიტმა.

ცნობისთვის: პატრიარქის შესაბამისი ბრძანებით, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. 



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S