
მეუფე გრიგოლი: "პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე. პატრიარქი ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან"
02/11/2019 13:41:41 სხვა, საზოგადოება
ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი, ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) გამორიცხავს, რომ კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე თანამდებობიდან გადადგეს.
“პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე პატრიარქი… პატრიარქი ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნა. ასეთი იქნება…”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.