Accentnews.ge
“პატარა ოხუნჯობა იყო და უნდა ვაპატიოთ ალბათ” – კობახიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

“პატარა ოხუნჯობა იყო და უნდა ვაპატიოთ ალბათ” – კობახიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

08/02/2023 10:40:54 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, “ოხუნჯობას” უწოდებს”. ამის შესახებ კობახიძემ TV პირველს განუცხადა.

კობახიძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილი თავადაც აფასებს ხოლმე “პარლამენტის ექსკლუზიურ გადაწყვეტილებებს” და მათ ეს მუქარად არასდროს აღუქვამთ:

“პატარა ოხუნჯობა იყო და უნდა ვაპატიოთ ალბათ… მასაც ჰქონდა პარლამენტის მიერ მიღებულ ექსკლუზიურ გადაწყვეტილებებზე მძიმე რეაქცია და ეს არ ყოფილა მუქარა. პარლამენტიც იღებს ექსკლუზიურ გადაწყვეტილებებს, იღებს კანონებს, მას აქვს ხოლმე მძიმე რეაქცია, მაგრამ ეს ხომ მუქარა არ არის”, – აცხადებს კობახიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S