
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორმა "BP Azerbaijan"-მა ჯეიჰანიდან ნავთობის გაზიდვის კუთხით ფორსმაჟორი გამოაცხადა
08/02/2023 12:51:03 კავკასია
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის (BTC) ოპერატორმა კომპანია "BP Azerbaijan"-მა თურქულ პორტ ჯეიჰანიდან აზერბაიჯანული ნავთობის გაზიდვის კუთხით ფორსმაჟორი გამოაცხადა, - იუწყება სააგენტო 'როიტერი" კომპანიაში ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით.
მიზეზად თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები სახელდება.
თავად "BP Azerbaijan"-ში ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ.
წყაროების ცნობით კი, ნავთობსადენი ფუნქციონირებას განაგრძობს, თუმცა ტვირთები ჯეიჰანში არსებული BTC-ტერმინალიდან აღარ იგზავნება.