
ესტონეთის დაზვერვა რუსეთის მხრიდან "უსაფრთხოების რისკების" შესახებ საუბრობს
08/02/2023 13:54:44 ევროპა
ესტონეთის დაზვერვამ თავის წლიურ ანგარიშში განაცხადა, რომ რუსეთს რჩება შესაძლებლობა, განახორციელოს "რეალური სამხედრო ზეწოლა" ბალტიის რეგიონში, რაც ქმნის საშუალო და გრძელვადიან გამოწვევას უსაფრთხოების თვალსაზრისით.
იმისდა მიუხედავად, რომ რუსი სამხედროები ახლა უკრაინის წინააღმდეგ ომში არიან ჩართულები, „რუსეთის საომარმა და საგარეო პოლიტიკურმა ამბიციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ესტონეთის უსაფრთხოების რისკები“, - ნათქვამია ანგარიშში.
ესტონეთს თითქმის 300 კმ-იანი საზღვარი აქვს რუსეთთან. ესტონეთი ასევე არის ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელმაც შეწყვიტა რუსი ტურისტების ევროკავშირში შეშვება თავისი სასაზღვრო პუნქტების გავლით.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ესტონეთი მხარს უჭერს უკრაინას. გარდა ამისა, ქვეყანა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო საკანონმდებლო ბაზის მომზადება რუსეთის ფედერაციის აქტივების ჩამორთმევისთვის.