Accentnews.ge
მუხროვანის ბაზაზე ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

მუხროვანის ბაზაზე ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

02/11/2019 18:15:48 სხვა, თავდაცვა, რეკლამა

ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილი ნატოს სტანდარტების საყაზარმე სისტემით მოეწყობა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი ყაზარმების გარდა, ტერიტორიაზე სპორტული დარბაზები და საცურაო აუზი განთავსდება. 

მუხროვანის ბაზას ყველაზე დიდი სასროლეთიც ექნება. თავდაცვის მინისტრი საპროექტო-სამშენებლო ლოკაციებს ადგილზე გაეცნო. კაპიტალური მშენებლობებია დაგეგმილი პალდოს საწვრთნელ ბაზაზეც. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს გააცნო ის სიახლეები, რისი განხორციელებაც თავდაცვის ძალებში უკვე დაიწყო; სამხედრო უნიფორმის, კვებისა და სრული ეკიპირების განახლება, ყველა ყაზარმის კაპიტალურად გარემონტება, სასადილოებისა და სველი წერტილების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, სამხედრო ბაზების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და კომუნიკაციების გამართვა - ეს არის არასრული ჩამონათვალი გეგმიდან, რომელსაც თავდაცვის მინისტრის ხედვა გულისხმობს.

 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S