Accentnews.ge
ზელენსკი: „მინდა, პარლამენტის დატოვების შემდეგ მადლობა გადავიხადო არა მხოლოდ ჩაისთვის, არამედ ბრიტანული თვითმფრინავისთვისაც“

ზელენსკი: „მინდა, პარლამენტის დატოვების შემდეგ მადლობა გადავიხადო არა მხოლოდ ჩაისთვის, არამედ ბრიტანული თვითმფრინავისთვისაც“

08/02/2023 14:56:16 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები სჭირდება.

„დღეს უკრაინაში საჰაერო ძალების ყველა პილოტი ჩვენთვის მეფეა, რადგანაც ისინი ცოტანი და ჩვენთვის ღირებულნი არიან. ეს ჩვენი ახალი კოალიციის, თვითმფრინავების კოალიციის სიმბოლოდ მიმაჩნია. ჩვენ გვჭირდება საომარი თვითმფრინავები, თვითმფრინავები ეს ფრთებია თავისუფლებისთვის. თქვენ და ჩვენ უკვე ვიბრძოდით ბოროტების წინააღმდეგ. ასეთ ბოროტებაზე გამარჯვების გამოცდილება გვაქვს“, - განაცხადა მან და დასძინა, „დღეს, ამ პარლამენტის დატოვების შემდეგ, მინდა მადლობა გადავიხადო არა მხოლოდ ჩაისთვის, არამედ ძლიერი ბრიტანული თვითმფრინავისთვისაც“.

ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერს ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინელი მფრინავის ჩაფხუტი გადასცა, რომელზეც იყო წარწერა: "ჩვენ გვაქვს თავისუფლება, გთხოვთ, მოგვეცით ფრთები მის დასაცავად".

8 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში ჩაფრინდა. ეს მისი პირველი ვიზიტია ბრიტანეთში ომის შემდეგ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი გეგმავს, ნატოს გამანადგურებლებზე მოამზადოს უკრაინელი მფრინავები,– ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„დღევანდელი მოლაპარაკების ფარგლებში (უკრაინის პრეზიდენტთან) პრემიერ-მინისტრი შესთავაზებს, გააძლიეროს გაერთიანებული სამეფოს შეთავაზება უკრაინელი სამხედროების წვრთნაზე, მათ შორის, მისი გავრცელება გამანადგურებლების პილოტებზე, რათა უკრაინას შეეძლოს, დაიცვას საკუთარი ცა. მომავალი. სწავლება მფრინავებს მომავალში ნატოს სტანდარტების დახვეწილი გამანადგურებლებით ფრენის შესაძლებლობას მისცემს“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

ეს იქნება პირველი ოფიციალურად გამოცხადებული სასწავლო პროგრამა უკრაინელი პილოტებისთვის დასავლურ გამანადგურებლებზე. ამასთან, კიევში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.

„ვამაყობ, რომ დღეს ჩვენ გავაფართოვებთ წვრთნებს, რათა უკრაინას ჰყავდეს არმია, რომელიც შეძლებს, მომავალში დაიცვას თავისი ინტერესები. ეს ასევე ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკის მოკლევადიანი მიწოდების, არამედ გრძელვადიანს, ვიყოთ გვერდიგვერდ უკრაინასთან მომავალი წლების განმავლობაში“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.

განცხადება გაკეთდა იმ დღეს, როდესაც დაანონსდა ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში. ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია საზღვარგარეთ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ. პირველი ვიზიტით ის აშშ–ში ჩაფრინდა.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოკავშირეების მიმართ სეტევით იარაღზე მოთხოვნები გააძლიერეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს შორის არის სამხედრო თვითმფრინავები და შორი მანძილის რაკეტები.

საფრანგეთი არ გამორიცხავს უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას, მაგრამ რამდენიმე პირობას აყენებს – კერძოდ, ასეთი ტექნიკის გადაცემამ არ უნდა გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან „შეასუსტოს საფრანგეთის არმიის პოტენციალი“. პოლონეთსაც აქვს მსგავსი მზაობა. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ც გააკეთა კომენტარი მსგავს შესაძლებლობაზე. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს ჯერ არ მიუღიათ „მტკიცე გადაწყვეტილება“ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S