Accentnews.ge
პუტინმა პირადად გადაწყვიტა სეპარატისტებისთვის „ბუკის“ მიწოდება, რომლითაც ჩამოაგდეს მალაიზიური Boeing – გამოძიება

პუტინმა პირადად გადაწყვიტა სეპარატისტებისთვის „ბუკის“ მიწოდება, რომლითაც ჩამოაგდეს მალაიზიური Boeing – გამოძიება

08/02/2023 15:30:48 ევროპა

ვლადიმირ პუტინი შესაძლოა, პირადად იღებდა გადაწყვეტილებებს სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფ უკრაინის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ მიწოდებაზე, რომლის მეშვეობითაც ჩამოაგდეს სამოქალაქო თვითმფრინავი (რეისი MH17). ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის (JIT) ანგარიშში.

გამომძიებლები მიუთითებენ 2014 წლის ივნისის დასაწყისში რუსი ოფიციალური პირების სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე. მათი თქმით, გადაწყვეტილება სეპარატისტებისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ რჩება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე.

ჩანაწერში ყირიმის ხელმძღვანელად დანიშნული სერგეი აქსიონოვმა ახსენა, რომ სეპარატისტებისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილებებს რუსეთში პირველი პირი იღებს.

„არის კონკრეტული ინფორმაცია, რომ სეპარატისტების მოთხოვნა გადაეცა პრეზიდენტს და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უცნობია, ეხება თუ არა მოთხოვნა ბუკის სისტემას. ცოტა მოგვიანებით ჩნდება უფრო მძიმე საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის „ბუკი“, რომლითაც ჩამოაგდეს MH17. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძლიერ მტკიცებულებებზე, არ არსებობს სრული და დამაჯერებელი მტკიცებულება. გარდა ამისა, პრეზიდენტი სარგებლობს იმუნიტეტით, როგორც სახელმწიფოს მეთაური“, - ნათქვამია ანგარიშში.

2022 წლის ნოემბერში ჰააგის საოლქო სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა დონბასის თავზე Boeing-ის ჩამოგდებაში ოთხი ბრალდებულიდან სამს.

ავიაკომპანია „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ი 2014 წლის 17 ივნისს რეისს (MH17) ასრულებდა ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში. ის ჩამოვარდა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის არმიისა და პრორუსული სეპარატისტული დაჯგუფებების დაპირისპირების ზონაში. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი.

კატასტროფის შემდეგ ხუთმა ქვეყანამ - ავსტრალიამ, ბელგიამ, მალაიზიამ, ნიდერლანდმა და უკრაინამ - შექმნა ერთობლივი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი. მისმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მალაიზიური თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტით, რომელიც დასახლებულ პუნქტ პერვომაისკის მხრიდან იყო ნასროლი. ამ ტერიტორიას სეპარატისტები აკონტროლებდნენ. გამომძიებლები დარწმუნებული არიან, რომ „ბუკი“ უკრაინის ტერიტორიაზე მოხვდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის 53-ე ბრიგადიდან, რომელსაც კურსკის მახლობლად ჰქონდა ბაზა. სასამართლომ ბრალდების მხარის ვერსია დამტკიცებულად მიიჩნია.

მომხდარისთვის არცერთ მხარეს არ უკისრია პასუხისმგებლობა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ არავითარი კავშირი არა აქვს Boeing-ის კატასტროფასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S