
NASA - 11 თებერვალს დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის
08/02/2023 17:18:30 ეს საინტერესოა
11 თებერვალს ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც დაახლოებით, 49 მეტრია, დედამიწას ჩაუვლის. ამის შესახებ NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია იტყობინება.
სამგზავრო თვითმფრინავის ზომის ასტეროიდი 2023 BC8 დედამიწას ყველაზე ახლოს, 11 თებერვალს, 5 930 000 კმ მანძილზე მიუახლოვდება. მისი სიჩქარე საათში 50400 კმ-ია.
სპეციალისტების განმარტებით, ეს ასტეროიდი არ არის „პოტენციურად საშიში“, რადგან მისი სიგრძე არ აღემატება 150 მეტრს, თუმცა მაქსიმალური მანძილი დედამიწიდან 7,5 მილიონ კილომეტრზე ნაკლები იქნება. იმისათვის, რომ განისაზღვროს როგორც „პოტენციურად საშიში“, ის ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს ორივე პარამეტრს.
27 იანვრის ღამეს დედამიწას ასტეროიდმა 2023 BU ჩაუარა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021