Accentnews.ge
სუნაკმა თავდაცვის მინისტრს დაავალა, გაარკვიოს, უკრაინისთვის რომელი თვითმფრინავების გადაცემაა შესაძლებელი

სუნაკმა თავდაცვის მინისტრს დაავალა, გაარკვიოს, უკრაინისთვის რომელი თვითმფრინავების გადაცემაა შესაძლებელი

08/02/2023 17:26:19 ევროპა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თავდაცვის მინისტრს ბენ უოლესს დაავალა, გაარკვიოს, უკრაინისთვის რომელი თვითმფრინავების გადაცემაა შესაძლებელი,– იუწყება Sky News ქვეყნის მთავრობის სპიკერზე დაყრდნობით.

სუნაკის სპიკერმა განაცხადა, რომ ეს “გრძელვადიანი გადაწყვეტილებაა” და კიევი ამჟამად ყველაზე მეტად “მოკლევადიან შესაძლებლობებს” საჭიროებს.

მანამდე სუნაკმა უკრაინელი პილოტების მომზადების გეგმების შესახებ განაცხადა, რათა დროთა განმავლობაში მათ ნატოს სტანდარტების თვითმფრინავების პილოტირება შეძლონ.

“აშკარაა, რომ ამის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება გვსურს. ვფიქრობ, რომ ვცდილობთ ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთოთ, რათა ამ პილოტების მომზადება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, მაგრამ ეს რთული სამხედრო ტექნიკაა… და, როგორც თქვენ იცით, ბრიტანელი პილოტების მომზადების ახლანდელი პერიოდი დაახლოებით ხუთ წელიწადს შეადგენს”, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები სჭირდება.

„დღეს უკრაინაში საჰაერო ძალების ყველა პილოტი ჩვენთვის მეფეა, რადგანაც ისინი ცოტანი და ჩვენთვის ღირებულნი არიან. ეს ჩვენი ახალი კოალიციის, თვითმფრინავების კოალიციის სიმბოლოდ მიმაჩნია. ჩვენ გვჭირდება საომარი თვითმფრინავები, თვითმფრინავები ეს ფრთებია თავისუფლებისთვის. თქვენ და ჩვენ უკვე ვიბრძოდით ბოროტების წინააღმდეგ. ასეთ ბოროტებაზე გამარჯვების გამოცდილება გვაქვს“, - განაცხადა მან და დასძინა, „დღეს, ამ პარლამენტის დატოვების შემდეგ, მინდა მადლობა გადავიხადო არა მხოლოდ ჩაისთვის, არამედ ძლიერი ბრიტანული თვითმფრინავისთვისაც“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S