Accentnews.ge
უკრაინის ხელისუფლება ყირიმისთვის საკადრო რეზერვის მომზადებას იწყებს –ვერეშჩუკი

უკრაინის ხელისუფლება ყირიმისთვის საკადრო რეზერვის მომზადებას იწყებს –ვერეშჩუკი

08/02/2023 17:35:00 ევროპა

უკრაინის ხელისუფლება ყირიმისთვის საკადრო რეზერვის მომზადებას დაიწყებს, რათა ხალხი მზად იყოს, მუშაობას ნახევარკუნძულის განთავისუფლებისთანავე შეუდგეს,– ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს გაიმართა უწყებათაშორისი შეხვედრა ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე ექსპერტთა საზოგადოების ჩართულობით.

„ამდენად, სხვა საკითხებთან ერთად, გადავწყვიტეთ, დავიწყოთ კადრების მომზადება ჩვენი ნახევარკუნძულისთვის. ხალხი მზად უნდა იყოს, დეოკუპაციის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არ სჭირდება როსტოვი, მოსკოვი და ყაზანი, მაგრამ „ჩვენ არ დავთმობთ ყირიმს“.

მანამდე უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმში 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს შევა. ამასთან, მისი აზრით, რუსეთის ხელმძღვანელობა ვერ გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას ნახევარკუნძულის დეოკუპაციის შემთხვევაშიც კი. ხოლო უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მოუწოდა ყირიმის მაცხოვრებლებს, შეამოწმონ თავშესაფრები და მოიმარაგონ წყალი უკრაინულ „დეოკუპაციის ზომებთან“ დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S